|
2017-03-23 15:23:27, 1373 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე სენატორ იანგს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში სენატორ ტოდ იანგთან (Tod Young) შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული საკითხები მიმოიხილეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სენატორმა იანგმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი მის ურყევ მხარდაჭერას და გამოხატა მადლიერება, ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში საქართველოს მიერ გაღებული მნიშვნელოვანი წვლილისთვის. მინისტრმა აღნიშნა აშშ-ს წარმომადგენლობით პალატასთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ აშშ-ს მხრიდან არსებული ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების გარემოს თვალსაზრისით რეგიონში მიმდინარე განვითარებებს, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის ბოლო დროინდელ ქმედებებს. სენატორმა ქართულ მხარეს აღუთქვა მისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ის საიმედო მოკავშირის როლი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)