|
2017-03-23 12:08:22, 2031 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია: ზოგიერთი სამინისტრო ისეთ ლოკაციაზეა, სადაც ჯობს, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო იყოს
"საუბარი იყო გეერგეს გამოცხადებაზე, რაც ნიშნავს, რომ ეს საკითხი უნდა შევისწავლოთ",- ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია სამინისტროების ორთაჭალაში გადატანის იდეას, რომელზეც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ისაუბრა. გახარიას თქმით, ეს პირველ რიგში, ხარჯების ოპტიმიზაციისთვის კეთდება. „მეორე, ჩვენ ტურისტული ქვეყანა ვართ. არის ბევრი სამინისტრო, რომელიც ისეთ ლოკაციაშია განთავსებული, სადაც ჯობს, იყოს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქალაქის ეკონომიკასა და ტურისტების მიღებას შეუწყობს ხელს. ამოსავალი წერტილი გახლავთ ხარჯების ოპტიმიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ გეერგე დაადასტურებს, რომ ეს იქნება საინტერესო, როგორც ეკონომიკურად, ასევე სივრცითი მოწყობის ფარგლებში, ძალიან კარგი იქნება. გეერგე ნიშნავს იდეის შესწავლას. ეს არის კარგი აზრი, რამეთუ არის გარკვეული აუცილებლობა ოპტიმიზირების",- განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)