|
2017-03-22 14:10:07, 1298 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
21,22 და 23 მარტს, ბათუმში, სასტუმროში "შერატონ ბათუმი" საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საერთაშორისო გამშვებ პუნქტზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისათვის საინფორმაციო შეხვედრები იმართება. შეხვედრებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები დეტალურ ინფორმაციას აწვდიან მონაწილეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში განიხილება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის ძირითადი მიმართულებები და მისი განხორციელების პროგრესი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმება, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის შესახებ ინფომრაცია, საერთაშორისო დაცვის სისტემის ზოგადი საკითხები და სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობა თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)