01:18 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 18:05:22, 1342 ნახვა

საზოგადოება
22 მარტს სენაკში, აბაშაში, ხობსა და მარტვილში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

22 მარტს,  07:00 საათიდან 12:00 საათამდე, ქვესადგურში „მენჯი 220“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთანდაკავშირებით, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

კერძოდ, სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება სენაკის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების: ძველი სენაკის, ნოსირის, ქალაქ სენაკის გარეუბნის, ნოქალაქევის და გეჯეთის მოსახლეობას.  სულ  3337 აბონენტს;

აბაშის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების: კეთილარის, ეწერის, ზანათის, ქოლობანის, მარანის, ხმელარის, ნაესაკოვოს, ტყვირის და სუჯუნას მოსახლეობას. სულ 3354 აბონენტს;

ხობის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების: ნოჯიხევის, ზემო ქვალონის, პირველი მაისის, ბიას მოსახლეობას და ქალაქი ხობის ნაწილს. სულ 1988 აბონენტს;

მარტვილის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების: ბანძას, ლეხაინდრაოს, მუხურჩას, ვედითკარის, ონოღიას, ჯოლევის, აბედათის, სერგიეთის, თამაკონის, კიტიას, გურძემის, ტალერის, კურძუს, დიდი ჭყონის და სალხინოს მოსახლეობას. სულ 8566 აბონენტს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აღნიშნული შეფერხების გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics