|
2017-03-21 17:09:36, 2207 ნახვა
სამართალი
ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრაზე რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 44-ე შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი განიხილეს და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან მკვლელობაში ბრალდებული პირის, რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი ლუკავას საკითხს. საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მონაწილეებთან მკაფიოდ იქნა დაფიქსირებული, რომ დაკავევებები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არა მარტო არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირ აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბოლო დროს რეგიონში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები და ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შედეგად შექმნილი პრობლემები. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 25 აპრილს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)