00:03 - 29 Jun, 2026
|
2017-03-21 09:41:49, 1347 ნახვა
საზოგადოება
ძლიერი ქარის გამო, Turkish Airlines-ის რეისი არ შესრულდა
ძლიერი ქარის გამო, Turkish Airlines-ის რეისი, რომელიც ფრენას სტამბოლიდან თბილისში ახორციელებდა არ შედგა. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს, თვითმფრინავი თურქეთიდან გამთენიისას, 05:00 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო. მათივე ინფორმაციით, სხვა რეისების ფრენის განრიგი არ შეცვლილა. ცნობისთვის, თბილისში ქარის სიმძლავრემ გუშინ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. შესაბამისი მაჩვენებელი, ხანმოკლე დაქროლვის სახით, სწორედ აეროპორტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ამასთან, სინოპტიკოსების განცხადებით, პიკი გადავლილია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)