|
2017-03-20 09:53:49, 2140 ნახვა
სამართალი
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 9 პირს პატიმრობა შეეფარდა
მასობრივი არეულულობისა და პოლიციელებზე, ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის სასამართლოს ამ გადაწყვეტლებას დარბაზში მყოფი დაკავებულების ნათესავებისა დაახლობლების მხრიდან ხმაური მოჰყვა. მათი თქმით, დაკავებულები აქციაზე იმყოფებოდნენ, თუმცა დარბევაში არ მონაწილეობდნენ. წინასასამართლო სხდომა 8 მაისს ჩაინიშნა. პროცესი საქმეზე სხვა დაკავებულებთან ერთად ჩატარდება. შეგახსენებთ, 2017 წლის 11 მარტს, ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ბათუმი პლაზას" მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა რამდენიმე ასეული პირი, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ საპატრულო პოლიციის მუშაკის მიერ ერთ-ერთი მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებისა და დაკავების თაობაზე. დაახლოებით 22 საათზე, პირთა ჯგუფმა გადაინაცვლა ქალაქ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა №11-ში განთავსებულ შ.ს.ს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც მათი მოქმედებები გადაიზარდა აგრესიაში. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ძალის გამოყენებით ცდილობდნენ პოლიციის შენობაში შეჭრას, რისი საშუალებაც მათ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მობილიზებულმა პოლიციის მუშაკებმა არ მისცეს. პროკურატურის ცნობით, დაახლოებით 00:30 საათზე ლაშა დეკანაძემ, მინდია ბერიძემ, გიორგი ბერიძემ, გენადი მამულაძემ, კახა მახარაძემ და ორმა არასრულწლოვანმა (მათ შორის ერთ-ერთი წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი), ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე სხვა მოქალაქეებთან ერთად ქვებით, ე.წ „მოლოტოვის კოქტეილებით" და ფეთქებადი ნივთიერების გამოყენებით განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა. შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს, დააზიანეს, დაწვეს და გაანადგურეს მოქალაქეებისა და პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანები, ასევე გაანადგურეს 132 770 ლარის ღირებულების ქალაქის ინფრასტრუქტურა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)