22:44 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-19 14:41:12, 1477 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის გამგეობა რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს

დიღმის მასივის მე-3 კვარტალში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, იცვლება ამორტიზებული ხელოვნური საფარი, ტერიტორია რკინის კონსტრუქციით იღობება, ხოლო დაზიანებული ინვენტარი ახლით იცვლება.

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაცია მიმდინარეობს ასევე, სკვერებში.

დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-11, მე-12 და მე-17 კორპუსებთან მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ტერიტორია სრულად ახლდება და რეაბილიტაციის შემდგომ ახალი სანაგვე ურნები, სკამები და საბავშვო ატრაქციონები განთავსდება.

საგზაო სამუშაოები ბელიაშვილის N40-ში მიმდინარეობს, სადაც დევნილთა კომპაქტური დასახლებაა.

აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა, ამ ეტაპზე ასფალტის ახალი საფარი იგება.

მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა, პარლამენტის დიღმის მაჟორიტარ დეპუტატ ილია წულაიასთან ერთად, დაათვალიერა.

(NS)

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics