22:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-18 10:41:04, 1334 ნახვა

საზოგადოება
უნგრეთი ქართველი სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ორმოცდაათამდე სტიპენდიას გამოყოფს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოსთან განათლების სფეროში თანამშრომლობას, რის ფარგლებშიც ყოველწლიურად ქართველი სტუდენტებისთვის ორმოცდაათამდე სტიპენდიას გამოყოფს უნგრეთში უმაღლესი განათლების მისაღებად.

„იმედი გვაქვს,  ქართველი ახალგაზრდები ამით ისარგებლებენ და შემდგომში ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების პოპულარიზაციას შეუწყობენ ხელს“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას განათლების სფეროში გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ პოლიტიკური და ეკონომიკურ ურთიერთობების პარალელურად საქართველოსა და უნგრეთს შორის განათლების სფეროში არსებული კონტაქტები  კიდევ უფრო აახლოებს ქვეყნებს და ქართველ ახალგაზრდებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს.

უნგრეთის მხარე წელიწადში 50 ქართველ სტუდენტს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად დაფინანსებას 2014 წლიდან სთავაზობს. ბოლო პერიოდში ასევე გაფორმდა არაერთი შეთანხმება ორი ქვეყნის სხვადასხვა სასწავლებელს შორის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics