|
2017-03-17 17:01:03, 1935 ნახვა
კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: ცივილურ სამყაროში რუსეთი ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ცივილურ სამყაროში რუსეთი ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, საქართველო რუსეთთან მიმართებაში კონსტრუქციულად და პრინციპულად მოქმედებს. მინისტრის შეფასებით, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ყველა არსებულ ბერკეტს იყენებს. „ჩვენ შეიძლება ბევრ თემას დავუკავშიროთ რუსეთის ქმედებები ოკუპირებულ ცხინვალში, მაგრამ არის ერთი ძალიან სამწუხარო რეალობა, ცივილურ სამყაროში რუსეთი ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. ის ახალი პოლიტიკური თუ სამხედრო კონიუქტურა, რომლის ჩამოყალიბებისკენ ისწრაფვის რუსეთის ხელისუფლება ევროპაში, ეს არის საფრთხე და ეს არ არის კარგი. მიუხედავად ამისა, ჩვენ კონსტრუქციულად და პრინციპულად ვმოქმედებთ რუსეთთან მიმართებაში. ჩვენი მიზანია მიუხედავად ყველაფრისა ვიმოქმედოთ იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად გავაჯანსაღოთ რუსეთთან ურთიერთობა და ამავე დროს ხელი შევუწყოთ ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებების ბოლომდე და სრულფასოვან განხორციელებას. ეს არ არის იოლი და ამის ილუზია არ გვაქვს, მაგრამ სხვა ბერკეტი სამწუხაროდ არ დაგვრჩენია. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ პროაქტიული მოქმედებებით კონსოლიდაცია მოვახდინოთ“, - აღნიშნა სახელწმიფო მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)