|
2017-03-16 19:42:14, 2195 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა სოფლის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა
საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების სტრატეგია წარადგინა. სტრატეგია 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების საკვანძო საკითხებს განსაზღვრავს. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას სტრატეგიის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სწორი მიდგომით შესაძლებელი გახდება არსებითად შეიცვალოს საქართველოში სოფლის მცხოვრებთა მდგომარეობა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სოფლის განვითარების სტრატეგია წარმოადგენს საქართველოს სოფლის განვითარების ახალ ხედვას, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეყრდნობა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა. სოფლის განვითარების სტრატეგიისა და 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა. „სოფლის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებებად ეკონომიკა და კონკურენტუნარიანობა, სოციალური პირობები და ცხოვრების დონე, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა განისაზღვრა. ასევე განსაზღვრულია ის ამოცანები, რომელთა შესრულებითაც ჩვენ შევძლებთ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და შევქმნით ახალ, თანამედროვე სოფელს. მოხდება სოფლად არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიცირება, ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება. სოფლის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში განხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროექტები აგრარული, ტურისტული, ჯანდაცვის, განათლების, ბუნებრივი რესურსების მართვისა და სხვა მიმართულებებით“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია სტრატეგიის განხორციელების პროცესში დაინტერესებულ მხარეთა, მათ შორის, მოსახლეობის, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების, კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა ყველა განსახორციელებელი ღონისძიების დაგეგმვის პროცესში. სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება განხორციელდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ევროკავშირის (EU) დახმარებით და გაეროს ორი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. საქართველოს მთავრობამ სტრატეგია 2016 წლის დეკემბერში დაამტკიცა. სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირის დახმარებით (ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ტექნიკური მხარდაჭერით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დაფუძნდა, რომელსაც სათავეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაუდგა. საბჭო კოორდინირებას გაუწევს როგორც სტრატეგიის განხორციელებას, ასევე კონკრეტულ ინიციატივებს საქართველოს რეგიონებში. (NS)
მეხანძრე-მაშველებმა 2 ივნისის ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის პრინციპს
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)