21:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 22:26:21, 1416 ნახვა

საზოგადოება
საკრებულოსთან „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები აქციას მართავენ

ამ წუთებში თბილისში, საკრებულოსთან ბავშვთა სამყაროს დაზარალებული მოვაჭრეები აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს პასუხი ხვალ უნდა გამხდარიყო ცნობილი, თუმცა, რამდენიმე წუთის წინ შეიტყვეს, რომ საკრებულო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. 

საკრებულოში დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილია შესული და ისინი ოფიციალურ პასუხს ელოდებიან, დააკმაყოფილებს თუ არა თბილისის საკრებულო მათ მოთხოვნებს. გარეთ მყოფი აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სხვადასხვა რადიკალურ ზომას მიმართავენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოებას აკონტროლებენ. 

როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები თბილისის საკრებულოსგან მოითხოვენ ალტერნატიული ფართის გამოყოფასა და ზარალის ანაზღაურებას. მათი განცხადებით, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდს ამის შესაძლებლობა გააჩნია. თუმცა, საკრებულოსგან თანხმობაა საჭირო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics