|
2017-03-14 18:14:44, 1835 ნახვა
კომენტარი
გიორგი ტუღუში: ყოველდღე უნდა ვაკაკუნოთ ნატოს კარზე, რათა რაც შეიძლება მალე გავხდეთ ალიანსის წევრები
"ჩვენ ყოველ დღე უნდა ვაკაკუნოთ ნატოს კარზე იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ალიანსის წევრები", - ასე შეაფასა ნატოს გენერალური მდივნის ანგარიში ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა. როგორც ტუღუშმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისასალმებელია, რომ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პოზიტიურ კონტექსტში იხსენიებს. მისივე შეფასებით, ხელისუფლება აღნიშნული მიმართულებით, უფრო პროაქტიური უნდა იყოს. "ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ნატოს გენერალური მდივანი პოზიტიურ კონტექსტში იხსენიებს ქვეყანას, როგორც ნატოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორ სახელმწიფოს. თუმცა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება იყოს უფრო პროაქტიური და ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგას იმისთვის, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია დაჩქარდეს. ცხადია, არსებობს სიძნელეები, მაგრამ ბოლო დროს, გვქონდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ვაკვირდებოდით შემდეგ მოვლენებს, მაგალითად თავდაცვის მინისტრი ამბობდა, რომ ალბათ არ დაესწრება მინისტერიალს. იყო შემთხვევები, როცა ხელისუფლება ცდილობდა რაღაც ფორმატს შეგნებულად გამოთიშვოდა. ჩვენ ყოველდღე უნდა ვაკაკუნოთ, ნატოს კარზე იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ალიანსის წევრები", - განაცხადა ტუღუშმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)