|
2017-03-14 12:35:10, 2014 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ჩვენს ბავშვებს გაზაფხულის არდადეგები დავუბრუნეთ
„ჩვენს ბავშვებს გაზაფხულის არდადეგები დავუბრუნეთ. ძალიან პოზიტიური ნაბიჯი აღმოჩნდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დეტალებზე კი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრა. მისი თქმით, ამ არდადეგებზე ზამთრის კურორტებზე დაახლოებით 10 000 ბავშვი იყო. „განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 300 ბავშვი მცირე სკოლებიდან იყო სახელმწიფოს დაფინანსებით, ისეთი ხალხი, რომელიც შეიძლება ვერც ხვდება ზამთრის კურორტებზე თავისით, დიდი მადლობებია. დიდი გეგმები გვაქვს. მომავალ წელს, ვფიქრობთ, მასშტაბი იქნება გაცილებით დიდი. ფედერაციაც ძალიან დაგვეხმარა. შეჯიბრებები ჩატარდა, სპორტული სკოლები ძალიან აქტიურად იტყვნენ ჩართული და მთის კურორტების კომპანიამ კარგად იმუშავა, ყველანაირად გვერდში გვედგა“, - აღნიშნა ჯეჯელავამ. აქვე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთის კურორტი ყველა შემოსავლის მქონე ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. „რაც უფრო მეტი ბავშვი შეძლებს, რომ ისარგებლოს ამ ძალიან კარგი შესაძლებლობით, რომ გაჯანმრთელდეს, ჩაერთოს ზამთრის სპორტში, ასევე გაიზიაროს ის პოზიტიური განწყობა, რომელიც მთის კრორტს ყოველთვის თან ახლავს, მით უფრო უკეთესია. ეს პირველი წელი იყო, როცა ჩვენ ეს დავაბრუნეთ. იმედი მაქვს, ეს მასშტაბი მომავალი წლისთვის გაიზრდება. როგორც ვიცი არაერთი სასტურმო თუ სპორტსკოლა ემზადება, რომ ინფრასტრუქტურა მოამზადოს იმისათვის, რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმისაწვდომი ყველა შემოსავლის მქონე ადამიანისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)