18:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 12:51:06, 1310 ნახვა

საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებმა აქცია განაახლეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ბავშვთა სამყაროში“   გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები მორიგ აქციას მართავენ.

მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას და პრემიერ-მინისტრთან  შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საკრებულო მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებს.

დაზარალებულებმა შეადგინეს სიები, სადაც ყველა დანაკარგია აღწერილი. ისინი სიას ხვალ საკრებულოში წარადგენენ.

ცნობისთვის, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა,  რამაც მოვაჭრეების პროდუქცია გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს  და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics