11:54 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 11:03:35, 1651 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია“ დღეს თელავიდან დაიწყებს

საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად, დღეს კამპანია „კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში შეხვედრებს გამართავს თელავისსახელმწიფო უნივრსიტეტში და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

ქვეყნის პირველი პირი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სტუდენტების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებებს მოისმენს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ კამპანია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საკონსტიტუციო კომისიას, როდესაც დაიწყებს საერთო სახალხო განხილვებს. ამ პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოსმოქალაქეები და ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, საკონსტიტუციო კომისიას შევთავაზოთ სწორედ ჩვენი დახმარება საერთო სახალხო განხილვის პროცესში," - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის კამპანია  ქვეყნის უზენაესი კანონის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს.

პრეზიდენტი კამპანიის ფარგლებში ჩასვლას ყველა რეგიონში გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics