|
2017-03-10 11:37:36, 2072 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: კონგოში დატყვევებული საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, კონგოში დატყვევებული ყოფილი სამხედრო პირის, სოსო ოსურაულის გასათავისუფლებლად მუშაობა ყველა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სხვა დეტალებზე ამ დროისთვის ვერ ისაუბრებს. „ამ საკითხზე ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. როგორც ჩვენი საელჩო ასევე ჩვენი წარმომადგენლობა გაეროში. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ დიპლომატიურ კონტაქტებს იმისთვის, რათა მოხდეს ამ პირის გათავისუფლება და შესაბამისი გზების მოძიება ამისათვის. პროცესი მიმდინარეობს. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, - აღნიშნა მინისტრმა. შეგახსენებთ, კონგოში ოპოზიციური დაჯგუფების წევრებმა ორი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მათგან ერთ-ერთს საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული მართავდა, რომელიც ამ დროისთვის დატყვევებულია. ინციდენტის შედეგად დაშავდა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თუმცა იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობას აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაში გადის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)