|
2017-03-09 15:29:18, 2128 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო ფართომასშტაბიანი ენერგოეფექტურობის ღონისძიებებისთვის საპილოტე ქვეყნად შეირჩა
თბილისში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), მსოფლიო ბანკის (WB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენლები კერძო და საჯარო სექტორებიდან დაინტერესებულ მხარეებს შეხვდნენ. შეხვედრების მიზანი საქართველოში შენობების ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით პრიორიტეტულ ღონისძიებებზე შეხედულებების გაზიარება იყო. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თბილისის ოფისში დაინტერესებულ მხარეებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, გენერალური დირექტორის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ განაცხადა, რომ საქართველოში კერძო და საჯარო შენობებზე მთლიანი ენერგიის ხარჯვის დაახლოებით 30% მოდის, რაც საგრძნობლად როგორც ხალხის ჯიბეზე, ასევე გარემოზე აისახება. "იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკა გააგრძელებს ზრდას და შესაბამისად, ენერგიის მოხმარებაც მოიმატებს, მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება დავუთმოთ ენერგოეფექტურობის სტანდარტების გაუმჯობესებას, რის დასაწყებადაც კერძო და საჯარო შენობების მშენებლობა კარგი სფეროა. ჩვენ აქ ვიმყოფებით ენერგოეფექტურობის ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროკავშირისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერის მობილიზებისთვის, რაც საბოლოო ჯამში, გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონეს და გაზრდის ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობას", - განაცხადა მატერნოვამ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ბრუნო ბალვანერამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგოეფექტურობა საქართველოსთვის EBRD-ის ახალი სტრატეგიის მნისვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც წელს დამტკიცდა. "ჩვენი ბანკი თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობასთან ახალი რეგულაციების შემუშავებაზე, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას სამშენებლო სექტორში. ეს ხელს შეუწყობს კანონის აღსრულებას და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან მორგებას. საქართველოში შენობების ენერგოეფექტურობის სტანდარტის ამაღლების კუთხით უზარმაზარი პოტენციალი არსებობს", - აღნიშნა ბალვანერამ. ერთობლივი მისია ევროკავშირისა და პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია. ის მიმართულია შენობებთან დაკავშირებული ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და ინვესტიციების მეტი მხარდაჭერისკენ და მოიცავს ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის რეგიონებს. შერჩეულ იქნა ოთხი საპილოტე ქვეყანა: საქართველო, უკრაინა, სერბეთი და ტუნისი. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ცალკეული ენერგოეფექტურობის პროექტების ნაცვლად ყურადღების გამახვილებას ყოვლისმომცველ მიდგომაზე, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტული პოლიტიკის შემუშავებას და მდგრადი ინვესტიციების მატებას. შერჩეულ ქვეყნებში მისიების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, ევროკომისია გამოავლენს პრიორიტეტულ სფეროებს კერძო და საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განსახორციელებლად. ზოგადი ინფორმაცია: საქართველოში ენერგიის უდიდეს ნაწილს საცხოვრებელი და სატრანსპორტო სექტორები მოიხმარენ (30% და 33%). ახალი შენობები საქართველოში მოიხმარენ თითქმის ორჯერ მეტ ენერგიას, ვიდრე ახალი შენობები ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, ხოლო ძველი შენობები საკმარისად არ თბება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მიზნად ისახავს სათბურის აირების გამოყოფა 15%-ით შეამციროს 2030 წლამდე, ხოლო როგორც ენერგეტიკული გაერთიანების ახალ წევრს, მოუწევს ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მიღება, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო შენობებში ენერგოეფექტურობის ზომების მისაღებად. ევროკავშირი და პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკვე უჭერენ მხარს საქართველოში შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტებს, თუმცა ეს ინიციატივა კიდევ უფრო დააჩქარებს და ფართომასშტაბიანს გახდის პოლიტიკის ღონისძიებებსა და ინვესტიციებს ამ მნიშვნელოვან სექტორში.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)