|
2017-03-08 16:08:31, 1893 ნახვა
კომენტარი
დეკანოზის ადვოკატები - ვიდეომასალები მიჭრეს-მოჭრეს, ყველა ბრუნვაში გაჩეხეს
დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალები დამონტაჟებულია. გარდა ამისა, ადვოკატებს კითხვები აქვთ, თუ რატომ არ ასაჯაროებს პროკურატურა ჩანაწერს თავიდან ბოლომდე. "ეგეთი გასაჯაროება არის პირდაპირ მითითება იმაზე, რომ საზოგადოებას შეუქმნან ისეთი ილუზია, რომ თურმე რას გადაარჩინეს ქვეყანა. რატომ არ ასაჯაროებენ თავიდან ბოლომდე? როგორ მიმდინაროებს საუბარი? რა თემებზე მიდის საუბარი? ასე ნაწილ-ნაწილ, რომ ამოიღო ყველა საუბარი და ერთმანეთს შეუერთო შეიძლება ნებისმიერი აზრი შეუქმნა. გაახმაურეს და გააჟღერეს, რომ შორენას „დაბრედვა", მაშინ გაავრცელონ მამა გაბრიელის სიტყვები, რომლებსაც იძახის მამა გიორგი, ისიც გაასაჯაროონ და მიხვდება ხალხი, რომ აქ უკაცრავად და"დაბრედვაზე" არ არის საუბარი", - განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. მამა გიორგი მამალაძის კიდევ ერთი ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას მტკიცებით, გამოქვეყნებული ვიდეომასალებით არ დგინდება, რომ დეკანოზმა ციანიდი შეიძინა. „მიუხედავად, ვიდეომასალები მიჭრეს-მოჭრეს, ამოიღეს, უკანა წინ გადაიტანეს, კითხვაზე პასუხი მოჭრეს, პასუხზე კითხვა მოჭრეს, ყველა ბრუნვაში გაჩეხეს საქმის მასალები და ვიდეო. ყველამ დაინახა, რომ მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი არ უყიდია, მამა გიორგი მამალაძე არავის მოკვლას არ აპირებდა, მათ შორის არ აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მოკვლას, არსად არ ამბობს, რომ ამის გამო უნდა მიეღო თანამდებობა, თანამდებობაზე საუბარს ირაკლი მამალაძე იწყებს და არა გიორგი მამალაძე“, - აღნიშნა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ. ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)