07:45 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 23:38:07, 1960 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ხიდაშელზე: ერთმანეთისგან ვერ არჩევს იურიდიულ და პოლიტიკურ განცხადებებს, ამიტომ მიიღო 1.5% არჩევნებში

თინა ხიდაშელი ერთმანეთისგან ვერ არჩევს იურიდიულ და პოლიტიკურ განცხადებებს, ამის გამო მიიღო სწორედ პროცენტნახევარი ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის, განცხადებას.

როგორც კობახიძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, თინა ხიდაშელი ვერ მიხვდა, რომ მისი [ირაკლი კობახიძის] განცხადება რუსთავი2-ის თაობაზე პოლიტიკური ხასიათის იყო.

ცნობისთვის, "ვინ ასწავლა, რომელ უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სტრასბურგში საქმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა?," - ასე შეაფასა თინა ხიდაშელმა ირაკლი კობახიძის განცხადება რუსთავი 2-ის საქმეზე.

თინა ხიდაშელის განცხადების წინაპირობა ირაკლი კობახიძის ნათქვამი იყო, რომელმაც ასევე "არჩევანში" აღნიშნა, რომ "ტელეკომპანია "რუსთავი 2" სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გამოდის".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics