06:28 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 16:27:07, 1993 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია გერმანიის ბუნდესტაგში გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის, კარინ შტრენცის მიწვევით ბერლინში გაემგზავრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ლევან კობერიძე, ზაზა ხუციშვილი, ანრი ოხანაშვილი, სერგო რატიანი და პარლამენტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ნათენაძე არიან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ხელმძღვანელობს.

საპარლამენტო დელეგაციის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტთან და სხვადასხვა კომიტეტების ხელმძღვანელებთან. ასევე, შეხვედრები გაიმართება გერმანიის საგარეო საქმეთა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროებსა და ფედერალური კანცლერის სამსახურის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება ბერლინურ-ქართული და ბრანდერბურგულ-ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან.

გერმანიაში ქართველ კანონმდებელთა სამუშაო ვიზიტი 10 მარტამდე გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics