|
2017-03-02 23:23:49, 1802 ნახვა
პოლიტიკა
მიშველაძე: ერთადერთი გამოსავალი არის ჩვენი, ჟურნალისტების და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების სოლიდარობა
პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, ის აქ იმყოფება როგორც ერთი მოქალაქე და ჟურნალისტი, რომელიც უკიდურესად შეშფოთებულია სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით. როგორც ეკა მიშველაძემ "რუსთავი 2"-ის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, პროცესები ბევრად ადრე დაიწყო, მედიამოსუფთავება, ახლა ჯერი რუსთავი 2-ზე მიდგა, რაც ხელისუფლების სასარგებლოდ დასრულდა. "მე აქ ვარ ჟურნალისტი, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ გადაცემა დაუხურეს და ძალიან შეწუხებული ვარ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. აქ ერთადერთი გამოსავალი არის ჩვენი, ჟურნალისტების და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების სოლიდარობა. სოლიდარულ ხალხს ვერც ხელისუფლება და ვერც მისი არაკეთილიმოსურნე ვერაფერს ვერ უზამს, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ხალხი დაუდგება რუსთავი 2-ს გვერდით", - განაცხადა ეკა მიშველაძემ. მისი თქმით, ეს პოზიცია არ არის პრეზიდენტის. ეს არის მისი კერძო, როგორც ჟურნალისტის პოზიცია. მანვე დასძინა, რომ პრეზიდენტის პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. ცნობისთვის, "რუსთავი 2"-ის შენობასთან ტელეკომპანიის მხარდამჭერი აქცია მიმდიანრეობს. შეკრებილები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)