14:19 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 15:47:32, 321 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე თურქ კოლეგას იშმეთ ილმაზს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, თურქ კოლეგას იშმეთ ილმაზს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი  თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და  სამომავლო ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

ორმხრივ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაფართოებას. ყურადღება გამახვილდა თურქული  მხარის წვლილზე  ქართველი სამხედრო მოსამსახურეების განათლების საქმეში, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო და საწვრთნელი შესაძლებლობების განვითარებაში გაწეულ  დახმარებაზე. კოლეგებმა სამხედრო თანამშრომლობის ისეთი მიმართულებებიც მიმოიხილეს, როგორიცაა ლოგისტიკის სფერო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორცილების საკითხები.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი იყო. იშმეთ ილმაზმა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ნატოში გაწევრიანების გზაზე. მინდია ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის უელსის სამიტზე მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში თურქული მხარის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics