10:39 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 18:09:52, 1678 ნახვა

საზოგადოება
რუსთავში „საქართველოს ფოსტის“ განახლებული სერვისცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

2 მარტიდან მომხმარებელს საშუალება ექნება რუსთავში ისარგებლოს როგორც უნივერსალური საფოსტო მომსახურებით, ასევე სხვა საფოსტო პროდუქტებით. „საქართველოს ფოსტის“ განახლებული სერვისცენტრის პრეზენტაცია რუსთავში დღეს გაიმართა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ყუბუსიძე, რუსთავის მერი დავით ჯიქია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროფესიონალებით დაკომპლექტებული განახლებული სერვისცენტრები, მომხმარებელს მომსახურების  ახალ სტანდარტს და ახალ პროდუქტებს შესთავაზებენ.

„საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის მაქსიმალური  კომფორტის შექმნას. სერვისცენტრები აღიჭურვება თანამედროვე  ავეჯით და ტექნიკით, განახლებული და ავტომატიზირებული ტექნოლოგიებით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების ხარისხს.

როგორც „საქართველოს ფოსტაში“ აცხადებენ, კომპანიის  მიზანია გახდეს ლიდერი ბრენდი საფოსტო გზავნილებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

„საქართველოს ფოსტა“  ერთ ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი კომპანიაა საქართველოში. დასაქმებულთა რაოდენობა  2673 შეადგენს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics