03:51 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 15:13:49, 1698 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა დიმიტრი ქუმსიშვილსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან სამთავრობო მოლაპარაკების შედეგი დადებითად შეაფასა და პირველ ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა ძალიან პოზიტიური შეფასება მივცე ეკონომიკური გუნდის მუშაობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ბატონო დიმიტრი, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. უმნიშვნელოვანესი მუშაობა დასრულდა. სავალუტო ფონდმა გახსნა ახალი პროგრამა საქართველოსთვის”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ფონდთან ახალი პროგრამის დაწყება ნიშნავს არა მხოლოდ პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას, არამედ „მწვანე შუქსაც“ ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისთვის საქართველოს მიმართ დაფინანსების გაგრძელების მიმართულებით.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics