|
2017-03-02 12:08:31, 1697 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში მორიგი სხდომა მიმდინარეობს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ განსახილველ საკითხებს შორის არის: საქართველოს კანონის პროექთი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“, „ეროვნული ბანკის შესახებ“, „კომერციული ბანკების შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და სხვა. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და თბილისის მერი დავით ნარმანია არიან. სულ დღის წესრიგით გათვალისწინებულია 30 განსახილველი საკითხი. აღსანიშნავია, რომ 30-ე საკითხს გრიფით „საიდუმლო“ ადევს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)