02:42 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 13:44:22, 1395 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელა

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კოსტა რიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელ მანუელ გონზალეს სანზის შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ და მანუელ გონზალეს სანზიმ მიმოიხილეს როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობა და გამოთქვეს დაინტერესება ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას.

უწყების ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს, არსებულ საინვესტიციო გარემოს და იმ ახალ შესაძლებლობებს რაც საფუძველს ქმნის ქვეყნებს შორის სავაჭრო და ბიზნეს კავშირების განსავითარებლად.

კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა დაინტერესება მიმდინარე წელს ეწვიოს საქართველოს და ადგილზე გაეცნოს ქვეყნის წარმატებას მრავალი მიმართულებით. მინისტრებმა განიხილეს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში  საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობა.

შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ბოლო განვითარებებს, კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დაინტერესდა რეგიონში შექმნილი ვითარებით. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას ასევე ინფორმაცია მიწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics