16:56 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 20:26:37, 2399 ნახვა

სამართალი
მეუფე პეტრეს დაკითხვა დასრულდა

საქართველოს პროკურატურაში მეუფე პეტრეს დაკითხვა დასრულდა.

როგორც ჟურნალისტებს დაკითხვიდან გამოსულმა მეუფე პეტრემ განუაცხადა, პროკურატურას აინტერესებდა იმ განცხადებების დეტალები, რომელიც მან სხვადასხვა ტელევიზიების ეთერში გააკეთა.

მისივე თქმით, მან შეძლებისდაგვარად გასცა ყველა კითხვას პასუხი. 

"პროკურატურას აინტერესებდა დეტალები ჩემს მიერ საჯაროდ ტელევიზიების საშუალებით გახმაურებულ ინფორმაციებზე, რაზეც შეძლებისდაგვარად გავეცი პასუხი. ასევე, გასაჯაროვდა ესემეს მიმოწერა, ამ თემაზეც ვისაუბრეთ. მიმაჩნია, რომ თუ ეს მიდგომა ექნება საქართველოში პროკურატურას და საგამოძიებო უწყებებს ზოგადად, რომ საჯაროდ გაკეთებული ყველა განცხადებას, არა თუ მარტო სამართლიანს, უსამართლოსაც და ცილისმწამებლურსაც, მოეთხოვება პასუხი და აი, ასეთი პასუხისმგებლბის ქვეშ დააყენებენ ყოველ ადამიანს, რაც მე წლები მახსოვს, სამწუხაროდ მასმედიის საშუალებით მიმდინარეობს, თუ იქნება კანონი მიღებული ცილისწამების შესახებ, ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება", - აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, მეუფე პეტრეს ე.წ. ციანიდის საქმეზე კითხავდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics