|
2017-02-28 14:47:48, 1452 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმებში ცვლილებები შევიდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის N320-ე ბრძანებაში, რომელიც „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესს“ ეხება, ცვლილებები შევიდა. განსახლების კრიტერიუმებში შეტანილი ცვლილებები დღეს დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს გააცნო. „მოგეხსენებათ, რომ დევნილების ბინით უზრუნველყოფა ხდება გარკვეული კრიტერიუმებით, ეს კრიტერიუმები ვითარდება და ხდება რეალობის შესაბამისი. თუკი დღემდე, მთავარი აქცენტი პირველ რიგში სოციალურად შეჭირვებული დევნილების ბინით დაკმაყოფილებაზე კეთდებოდა ახლა, სოციალურ კრიტერიუმთან ერთად, წინა პლანზე მრავალშვილიანობის კომპონენტი წამოვიდა. ამ დრომდე, ერთი ქულა ენიჭებოდა დევნილ ოჯახს, რომელსაც ჰყავს 3 შვილი და ყოველ შემდგომ შვილზე ემატებოდა ნახევარი ქულა. ცვლილებების თანახმად, 3-ის ნაცვლად 2-შვილიან დევნილ ოჯახს ენიჭება ერთი ქულა და ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით ერთი ქულა. მაგალითად, ახალი კრიტერიუმების მიხედვით, დევნილ ოჯახს, რომელსაც ჰყავს 5 შვილი 4 ქულა ენიჭება, 5 შვილის შემდგომ კი დამატებით 0,5 ქულა. ეს ცვლილება უფრო მეტ შანსს აძლევს მრავალშვილიან დევნილ ოჯახებს, რომ ამ ეტაპზე დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. ცვლილებების თანახმად, ოჯახი, რომლის წევრიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლის ვეტერანი და მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის ორდენი, 2 ქულის ნაცვლად, 3 ქულას მიიღებს. ასევე ნახევარი ქულით გაიზარდა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, დავით აღმაშენებლის ორდენსა და ვახტანგ გორგასლის ორდენზე მინიჭებული ქულების რაოდენობა. გარდა ამისა, თუ ომის ვეტერანი გარდაიცვლება, მის ოჯახს უნარჩუნდება როგორც ვეტერანის 1,5 ქულა, ასევე მის მიერ მიღებული ყველა ჯილდოს შესაბამისი ქულა. ცვლილებების მიხედვით, დაზუსტდა და მკაცრად გაიწერა განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელი პირობების განმარტება, რათა არ მოხდეს ამ საკითხის სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაცია.
(NS)
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)