09:12 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 22:36:57, 1575 ნახვა

საზოგადოება
ასტანაში აჭარის საინვესტიციო ფორუმი გაიხსნა

აჭარის ა.რ მთავრობის დელეგაციის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საინვესტიციო ფორუმი „Visit Ajara /Invest in Ajara" გაიხსნა.

ფორუმზე სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მიესალმა და რეგიონულ ჭრილში ყაზახეთთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საინვესტიციო ფორუმზე პრეზენტაციებით წარსდგნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ფორუმში მონაწილეობას აჭარაში მოქმედი დეველოპერული, სამშენებლო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებიც ღებულობდნენ, რომლებმაც რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი თავიანთ ყაზახ კოლეგებს გააცნეს და B2B შეხვედრების ფორმატში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოში, ისევე როგორც მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია. რეგიონს ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი ჰყავს და ეს სტატისტიკა მუდმივად მზარდია. აჭარის ზღვისპირეთის მდიდარი საკურორტო ადგილები განსაკუთრებით პოპულარულია ზღვაზე დასვენების მოყვარულთათვის, თუმცა ბოლო წლებია დიდი ინტერესი შეინიშნება ეკოტურიზმით, სათაგადასავლო ტურიზმითა და მაის ტურიზმით დაინტერესებული ვიზიტორებისაგან. აჭარის რეგიონი ცნობილია მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კოლორიტული ადგილებით, ასევე სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალით. ტურისტული სეზონი აქ წელიწადის ოთხივე სეზონზე გრძელდება.

აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი სწორედ ტურისტული პოტენციალისა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს წარმოჩენას ემსახურებოდა. საპრეზენტაციო ნაწილის შემდეგ საღამოზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ იუნესკოს მფრაველობის ქვეშ მყოფ ქართულ პოლიფონიურ სიმღერებს, ეხილათ ცეცხლოვანი ქართული ცეკვები და დაეგემოვნებინათ უგემრიელესი აჭარული კერძები.

აჭარის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში 1 მარტამდე გაგრძელდება.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics