|
2017-02-27 16:12:26, 2252 ნახვა
სამართალი
მთავარი პროკურორის მოადგილე: საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა
მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის განცხადებით, საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა. როგორც გოგაძემ აღნიშნა, „ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი სიცრუეთაგანი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება“. ამასთან, მან ე.წ. ციანიდის საქმეზე მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებაზე დამატებითი კომენტარი გააკეთა. „გასაგებია, ახლა მე, რასაც ვიტყვი, ალბათ, ამას ეთერში არ გაუშვებთ, მინდა გკითხოთ, თქვენ ხომ უყურეთ, რა განაცხადა ირაკლი შოთაძემ. ამობეჭდილი უნდა წამომეღო, ალბათ და მეჩვენებინა თქვენთვის, რომ მოწმე, რომელმაც მიმართა პროკურატურას, აცხადებდა, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა. ჩატარდა ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები და დღევანდელი მტკიცებულებებით, რაც საქმეზე არის შეგროვებული, დგინდება, რომ იგეგმებოდა, ამას უკვე პირველ პირში ლაპარაკობს პროკურორი, ერთერთი პირის მკვლელობა, შემდეგ იყო დასმული კითხვა, არის აქ საუბარი საქართველოს პატრიარქზე, იყო ასეთი კითხვა დასმული პრესკონფერენციაზე, პასუხი გახსოვთ? არ გახსოვთ? თქვენ თუ გახსოვთ, მაინტერესებს, რომ პატრიარქზე არ საუბრია“, - მიმართა გოგაძემ ჟურნალისტებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)