01:18 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 10:57:47, 1891 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი, ავრამოპულოსი და ჰერმანი, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, განცხადებებს გააკეთებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი,  ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით,მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

 ღონისძიება სასტუმრო „ბილტმორში“  13:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 27 თებერვალს იმსჯელებს.

”ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი მისცეს შეჩერების მექანიზმს და საქართველოს ვიზალიბერალიზაციას. ევროკავშირის მინისტრები ამას 27 თებერვალს დაამტკიცებენ”, - წერს „რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას 2 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე დაუჭირა მხარი. 553 ევროპარლამენტარი უვიზო მიმოსვლის დაწესების მომხრე იყო, ხოლო 66 წინააღმდეგი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics