00:03 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-24 15:53:51, 2005 ნახვა

პოლიტიკა
რიკარდ იოზვაკი: საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების გადაწყვეტილებას ხელი 1 მარტს მოეწერება

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისა და ე.წ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი 1 მარტს მოეწერება, -ამის შესახებ ”რადიო თავისუფლების” ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, შესაბამისი ღონისძიება ბრიუსელში გაიმართება.

”ვიზალიბერალიზაციისა და ე.წ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას ხელი 1 მარტს, ბრიუსელში მოეწერება. 1 მარტის შემდეგ, უნდა დაველოდოთ განკარგულების გამოქვეყნებას, რაც დამატებით 20 დღეს გულისხმობს”,- წერს იოზვაკი.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. საქართველოს უვიზო მიმოსვლას 553 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 66 კი წინააღმდეგი იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics