|
2017-02-23 18:18:52, 1822 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანს და სომხეთის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას საქართველო - სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ ამ ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს ძალიან დიდი პერსპექტივები, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონში არსებულ გამოწვევებს და უსაფრთხოების გარემოს. როგორც პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, განხილული იქნა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობების დღის წესრიგში დღეს აქტიურად დგას და დაისახა კონკრეტული ნაბიჯები თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის. სომხეთის დელეგაციასთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები და საქართველოს სამთავრობო დელეგაცია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)