|
2017-02-22 16:10:20, 1745 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი ე.წ. მოსმენების კანონზე: მოვუწოდებთ უმრავლესობას, მხოლოდ გამჭვირვალე დისკუსიის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილებები
„პარლამენტი დღეს ე. წ მოსმენების შესახებ კანონპროექტს განიხილავს, რომელთან დაკავშირებითაც არის არაერთი კითხვა, რომელიც გვაქვს ჩვენ, საზოგადოებას და ბიზნესსექტორს“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ის სირთულეები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს და მოლოდ ძალიან ღია და გამჭვირვალე დისკუსიის შედეგად მიიღონ გადაწყვეტილება. „ჩვენი მხრიდან საპარლამენტო უმრავლესობისათვის შეთავაზებულ კონსულტაციებზე მივიღეთ უარი. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობამ აირჩია თვითიზოლაციის გზა, რაც არ არის კარგი არც ქვეყნისათვის და არც თავად ამ პოლიტიკური ძალისათვის. ამის მტკიცების საფუძველს გვაძლევს გამოცდილება პრეზიდენტის მიერ წარდგენილ და დაძლეულ ვეტოებთან დაკავშირებით, როდესაც უმრავლესობის მიერ წარმატებით დაძლეული ვეტო ან საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა, ან თავად ხელისუფლებამ შეცვალა პოზიცია. კერძოდ, მოსმენების კანონი არაკოსტიტუციურად ცნეს, საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონი შეჩერებულია და პოზიცია გაზიარებულია მთავრობის მიერ წელიწად-ნახევრის შემდეგომ, საერთო სასამართლოების შესახებ კანონი, ასევე ცნობილია არაკონსტიტუციურად. მინდა, ყველას შევახსენო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ნიშნავს მონოპოლიას ჭეშმარიტებაზე. ახალი პარლამენტის არჩევისას ვამბობდით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა იყო შესაძლებლობაც და საფრთხეც, შესაძლებლობა რეფორმებისათვის და საფრთხე ჩაკეტილობისა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების. მოვუწოდებთ უმრავლესობას გაითვალისწინონ ის სირთულეები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს და მოლოდ ძალიან ღია და გამჭვირვალე დისკუსიის შედეგად მიიღონ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)