01:05 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 10:13:39, 1347 ნახვა

საზოგადოება
მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქალაქის პირობებში, რეალურ მოძრაობაში მოუწევთ

პარლამენტი ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების და თანმდევი კანონპროექტების განხილვას აგრძელებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღესაა ჩანიშნული.

ქვეყანაში საგზაო მოძრაობის კონტროლი მკაცრდება. შემოდის ფარული პატრულირების წესი, რა დროსაც კანონდარღვევებს სპეციალური ნიშნების გარეშე მოძრავი მანქანებიდან კამერებით დააფიქსირებენ. 

ამასთან, მძღოლის მიერ დაგროვილ ჯარიმებს 100-ქულიანი სისტემით აღრიცხავენ. ქულების ნულამდე დაყვანის შემთხვევაში, მოქალაქე მართვის უფლებას დაკარგავს. 

რთულდება მართვის მოწმობის აღებაც. მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ მოძრაობაში, ქალაქის პირობებში  ქუჩაშიც მოუწევთ.

როგორც შს სამინისტროს სტრატეგიაშია ნათქვამი, იგეგმება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სისტემის დახვეწა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics