|
2017-02-19 13:23:26, 2047 ნახვა
საზოგადოება
კასპში ხოჯალოს გენოციდთან დაკავშირებით ოლიმპიადა ჩატარდა
„სამოქალაქო აქტივობების განვითარების საზოგადოების“ ინიციატივით, „საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის“ ორგანიზებით ქ. კასპში ხოჯალოს გენოციდთან დაკავშირებით ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო კასპის 5 სკოლის 60-მა მოსწავლემ. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა ბესიკ ნიპარიშვილის კასპის სკოლა-გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე, სოსო ქვათაძე. მეორე ადგილზე გავიდა ამავე სკოლის მოსწავლე მირიან ჩადუნელი, ხოლო მესამე ადგილზე ერგო ქ. კასპის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეს, მარიამ ბაშარულს. ოლიმპიადის 5 საუკეთესო მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. „ძალიან კარგია ასეთი სახის ღონისძიებების ჩატარება. განსაკუთრებით კარგია მაშინ, როდესაც ასეთ ღონიძიებებს რამდენიმე დაწესებულება ვატარებთ ერთად. სწორედ ამიტომ მადლობა მინდა გადავუხადო როგორც „საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციას“ და მის ხელმძღვანელ ალი ბადიროვს, ასევე ბესიკ ნიპარიშვილის კასპის სკოლა-გიმნაზიას. იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა და ბევრ მსგავს ღონისძიებას და პროექტს განვახორციელებთ ერთად“ - აცხადებს „სამოქალაქო აქტივობების განვითარების საზოგადოების“ ხელმძღვანელი ნიკა მარკოზაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)