|
2017-02-19 00:11:20, 1277 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: პატრიარქის ოპერაციის წინა დღეს, გავუფრთხილდით მას და თავი შევიკავეთ დაკავების ინფორმაციის გამოქვენებისგან
ჩვენ, პატრიარქის ოპერაციის წინა დღეს, მაქსიმალურად გავუფრთხილდით მას, არ გვინდოდა მისი აღელვება და თავი შევიკავეთ დაკავების ინფორმაციის გამოქვენებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას შემდეგ რაც პატრიარქი საქართველოში დაბრუნდება, ამ საკითხის ირგვლივ სრულ ინფორმაციას მიიღებს. მისივე თქმით, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მოქმედებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც მას გააჩნია და სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. „ჩვენ, პატრიარქის ოპერაციის წინა დღეს, მაქსიმალურად გავუფრთხილდით მას, არ გვინდოდა მისი აღელვება და თავი შევიკავეთ დაკავების ინფორმაციის გამოქვენებისგან. სამწუხაროდ, ასე არ მოიქცა ერთ-ერთი მედიასაშუალება, რომელმაც გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია და ჩვენ მოგვიწია, შემდეგ მოპასუხის რეჟიმში ყოფნა. ამ პირობებშიც, ჩვენ თავი შევიკავეთ გამოძიების მასალების გამოქვეყნებისგან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქი დაბრუნდება საქართველოში და მიიღებს სრულ ინფორმაციას ამ საკითხის ირგვლივ, მას ექნება შესაბამისი პოზიცია ამ საკითხის თაობაზე. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მოქმედებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც მას გააჩნია და სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. რაც შეეხება იმას, თუ რა აღქმა შეიქმნა სხვადასხვა განცახდებების შემდეგ, ბუნებრივია, ეს იყო ძალიან მგრძნობიარე საკითხი. მე ამაზე გავაკეთე განცხადება, როცა ხდება პიროვნების დაკავება ასეთი ნივთიერებით, რომელიც მიემგზავრება პატრიარქთან, ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ დავუშვათ ყველანაირი სცენარი, ამიტომ განცხადებაც გავაკეთეთ და მივიღეთ შესაბამისი პრევენციული ზომები, იმისთვის, რომ არ მომხდარიყო დიდი უბედურება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა უნდა მივცეთ საშუალება გამოძიებას, რომ მათ წარმართონ პროცესი, რათა სრული ინფორმაცია, გახდეს ნათელი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)