21:27 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 10:47:07, 1572 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს სერ ალან დუნკანს შეხვდა

მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში,   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს სერ ალან დუნკანს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და  დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილეს. საუბარი შეეხო  პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების,   ეკონომიკის,  ენერგეტიკის და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით არსებულ ურთიერთობებს და იმ ახალ შესაძლებლობებს, რასაც ორმხრივი თანამშრომლობა ქმნის. 

სახელმწიფო მინისტრმა და საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.   მინისტრმა მადლობა გადაუხადა სერ ალან დუნკანს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის და არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში  გაერთიანებული სამეფოს აქტიური ჩართულობისთვის. 

სახელმწიფო მინისტრი მიესალმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას და ქართველ ხალხს მიულოცა ახლო მომავალში შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა.  როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება, გავიდეს ევროკავშირიდან, საქართველოსთან ურთიერთობებში ბარიერებს არ შექმნის და დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics