20:57 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 23:47:46, 1572 ნახვა

საზოგადოება
მამა ანდრია: ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ შორენა თეთრუაშვილს არ აქვს გავლენა

ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ შორენას [თეთრუაშვილს] არ აქვს გავლენა, - ამის შესახებ მამა ანდრიამ გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

 მისი განცხადებით, მამა შალვამ პირდაპირ ეთერში მეუფე პეტრეს ცილი დასწამა. მისივე თქმით, "თითქოს დაკვეთილ საკითხებზე პასუხებს ვღებულობთ იმის ნაცვლად, რომ სიმართლე ვთქვათ".

როგორც მან აღნიშნა, რომ მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს ძალიან ბევრი მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ემორჩილება. ის აღნიშნავს, რომ სასულიერო აკადემიაში სტუდენტებს უამრავი პრობლემა ჰქონდათ და არცერთი სასულიერო პირისგან დახმარება არ მიუღიათ. ბოლოს კი მათ შორენა თეთრუაშვილთან მოუწიათ შეხვედრა, სადაც მდივან-რეფერანტმა საკუთარი ძალაუფლების შესახებ აცნობა.

„მე შორენა თეთრუაშვილის სიტყვებს ვიმეორებ - ჩემს დავალებებს ზედმიწევნით ასრულებს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე,“ - აცხადებს მამა ანდრია.

მან ასევე აღნიშნა, რომ მამა შალვა მამა გიორგი ზვიადაძის სულიერი შვილია და მის სურვილებს ზედმიწევნით ასრულებს.

„შესაძლოა ეკლესიის სახელით საუბრობს, მაგრამ სინამდვილეში მამა გიორგის სახელით საუბრობს... სასულიერო პირზე არ მომერიდება ხელქვეითი ვთქვა, როდესაც თვით ეპისკოპოსზე ასეთ სიცრუეს და ცილისწამებას ამბობს,“ - განაცხადა მამა ანდრიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics