21:38 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 18:59:48, 971 ნახვა

რეგიონი
პრეზიდენტმა აჭარაში მოქმედი საწარმოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღესვე ხელვაჩაურის „BTM ტექსტილის" და ავეჯის საწარმო „გლორია" დაათვალიერეს და საწარმოო პროცესში მიიღეს მონაწილეობა. საწარმო ,,გლორიას" მუშაობის შესახებ ინფორმაცია სტუმრებს შპს „მაქროს" კომპანიის დირექტორმა თურჰან ქოროღლუმ და კომპანიის დამფუძნებელმა ემინ უჩარიმ გააცნეს.

საწარმოების დათვალიერება საპრეზიდენტო კამპანიის ,,მოითხოვე ქართულის'' ფარგლებში მოხდა, რომლის მიზანია ქართული ნაწარმისა და პროდუქციის პოპულარიზაცია, რათა გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა, შეიქმნას სამუშაო ადგილები და დაძლეულ იქნეს სავალუტო სირთულეები. ამ კამპანიით გიორგი მარგველაშვილი მოძრაობა KAR.GE-ს და ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ინიციატივას „იყიდე ქართული" შეუერთდა.

ავეჯის საწარმო „გლორია" 2013 წლიდან ფუნქციონირებს. საწარმო რბილ ავეჯს აწარმოებს. აღნიშნული პროდუქციის ექსპორტს კომპანია ლიბიაში, გერმანიაში, თურქეთში, აზერბაიჯანში და ბელარუსში ახორციელებს. უკვე განხორციელებულია 15 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია. საწარმოში დასაქმებულია 130-ზე მეტი ადამიანი.

შპს „BTM TEXTILE" 2006 წლიდან ფუნქციონირებს. საწარმო ტექსტილის პროდუქციას, კონკრეტულად ქალების ტანსაცმელს აწარმოებს, ხოლო პროდუქციის ექსპორტს თურქეთსა და ინგლისში ახორციელებს. ამ ეტაპზე უკვე განხორციელებულია დაახლოებით 20 მლნ ლარის ინვესტიცია. ტექსტილის საწარმოში 320 ადამიანია დასაქმებული. 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics