20:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 15:50:13, 1433 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძის შეფასებით, საპატრიარქოს დაფინანსების საკითხი მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს დაფინანსების საკითხში მეტი გამჭვირვალობა უნდა მოხდეს.

კაპანაძის შეფასებით,  სწორედ გამჭვირვალობა,  სიცხადის შეტანა, შეიძლება იყოს გამოსავალი იმ პირობებში, როცა „ხელისუფლება მოწოდებით არაეფექტურია და  კორუფციული ინტერესები გაჩნია“.

 ,,მიმაჩნია, რომ აუცილებლობას წარმოადგენს მეტი გამჭვირვალეობა მოხდეს. დღეს არსებული არატრანსფარანტული სისტემა დაფინანსების და ქონების გადაცემის გაუმჭვირვალობა, რომელიც არსებობს დღეს ამ სისტემაში ქმნის იმ პრობლემებს, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს. ქმნის კიდევ ერთ პრობლემას, რომელიც ცალსახაა - ერთმანეთის საქმეებში ჩარევა ხელისუფლების და ეკლესიის მხრიდან. ამ ქონებრივ ტრანზაქციებს ემატება ინტერესთა გადაჯაჭვულობა, რომელიც იწვევს კორუფციულ გარიგებებს. როდესაც მსგავსი პროცესი მიდის, ჩნდება უფრო ფუნდამენტური საფრთხე იმისა, რომ აღარ იყოს გამიჯნული ეს ორი ხელისუფლება ერთმანეთისგან, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი, ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპია. გამჭვირვალობა, მეტი სიცხადის შეტანა შეიძლება იყოს გამოსავალი. იმ პირობებში, როცა ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არის მოწოდებით არაეფექტური, რომელსაც გააჩნია ასევე კორუფციული ინტერესები, ესეთი არატრანსფარანტული სისტემა მათ აწყობთ ძალიან და ხელს ითბობენ,’’- აცხადებს სერგი კაპანაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics