20:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 13:52:01, 1866 ნახვა

პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტია“ ხელისუფლებას მიმართავს, საპატრიარქოს დაფინანსება შეუწყვიტონ

საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს დღეს  „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები სპეციალური  ბრიფინგით გამოეხმაურნენ.

ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ ხელისუფლების მხრიდან  პროცესებში ჩარევის შესახებ ისაუბრეს და მთავრობას საპატრიარქოს  დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე მიმართეს:

„მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო, არ გასცდეს კონკორდატით შეთანხმებულ ნორმებს. შეწყდეს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსება“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ამასთან, თამარ კორძაიას თქმით, გიორგი მამალაძის მიერ  სავარაუდოდ პატრიარქისთვის გაგზავნილ წერილში  აღწერილი ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რო ის რეალობაა:

„და რომ ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩარეულები არიან კორუფციაში და მათ აქვთ საერთო ბიზნესები, ეს დასტურდება სამეწარმეო რეესტრიდან არაერთი ამონაწერით. ეკლესიას წმინდა ფულადი სახით მიღებული აქვს 200 მილიონზე მეტი, ასევე საპატრიარქოს მიღებული აქვს 1 მილიონზე მეტი კვ.მ. მიწის სახით“,-აღნიშნა კორძაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics