10:54 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 18:06:51, 2595 ნახვა

სამართალი კომენტარი
მდინარაძე: პროკურატურა ბორის ჩაგუნავას გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროკურატურა გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეში  ფიგურანტის გათავისუფლების თაობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილების  გასაჩივრებას აპირებს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს  განუცხადა, საუბარია პიროვნებაზე, რომელსაც ბრალი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედება:

„თუ სწორი ინფორმაცია მაქვს, საუბარია იმ პიროვნებაზე, რომელსაც ბრალი უკანონოდ იარაღის შეძენა შენახვაში ედებოდა. მას სასამართლომ პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. რამდენადაც ვიცი, პროკურატურა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას  არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებს“,-აღნიშნა მდინარაძემ.

გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებული ბორის ჩაგუნავა საქალაქო სასამართლომ 9 თებერვალს გაათავისუფლა. მას პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics