20:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 16:48:43, 1934 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბოკერია: ივანიშვილის ერთ-ერთმა მარიონეტმა დღეს პრაქტიკულად ნიკა გვარამიას შესაძლო დაკავება დაგვიანონსა

„ივანიშვილის ერთ-ერთმა მარიონეტმა დღეს პრაქტიკულად დაგვიანონსა „რუსთავი 2“ -ის დირექტორის შესაძლო დაკავების ფაქტი. მოვუწოდებ ივანიშვილს და ყველას ვინც აპირებს, მისი ეს დანაშაულებრივი ბრძანება შეასრულოს, არ გადადგას ეს ნაბიჯი“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“  წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც  ბოკერიამ აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ კამპანია ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიერ არის ორგანიზებული.

„ივანიშვილმა და მისმა მარიონეტების გუნდმა ძალიან  დიდი ზიანი მიაყენა ქართულ დემოკრატიას, ქართულ ინსტიტუტებს და სახელმწიფოს. შემიძლია სრული რწმენით ვთქვა, რომ ნაბიჯი „რუსთავი 2“-ის საბოლოოდ ხელში ჩაგდების, ჩახშობის  ან ტელეკომპანიის დირექტორის დღეს  შესაძლო დაკავების თაობაზე იქნება ყველა სხვა ზიანთან შედარებით ყველაზე დიდი ზიანი ქართული დემოკრატიისთვის. ამას შეუქცევადი პროცესები მოჰყვება და ქართული საზოგადოება გააპროტესტებს ხელისუფლებას, ივანიშვილს და მის გარემოცვას ჯერ კიდევ აქვს შანსი  ეს საბედისწერო ნაბიჯი, საბედისწერო პირველ რიგში მათთვის არ გადადგას. გაქვთ შანსი საკუთარი პოლიტიკური მომავალი არ ჩაიგდოთ საფრთხეში და დემოკრატიას ზიანი არ მიაყენოთ“,-განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციას, რომელიც კვირას არის დაანონსებული, ბოკერიამ აღნიშნა, რომ „ეს ამბავი არ ჩაივლის ისე როგორც ამის ილუზია შეიძლება ივანიშვილს ჰქონდეს“.

„როდესაც ხელისუფლება გადადის ყველა წითელ ხაზს, რჩება ლეგიტიმური პროტესტის ფორმა. ქვეყნა არის საფრთხის წინაშე და ნებისმიერი ასეთი პროცესები არაპროგნოზირებად ვითარებებთან არის დაკავშირებული. ეს არაპროგნოზირებადი ვითარებები იქნება პირადად ივანიშვილის პასუხისმგებლობაზე“,-განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების თაობაზე, გამოძიების ჩატარება მოითხოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics