19:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 11:09:03, 1232 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე 17 თებერვლის ჩათვლით უმეტესად ნალექიანი და ცივი ამინდებია მოსალოდნელი

საქართველოს ტერიტორიაზე 17 თებერვლის ჩათვლით უმეტესად ნალექიანი და ცივი ამინდებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში აღნიშნულ პერიოდში  თოვლი და წვიმაა ნავარაუდევი. ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 14 თებერვალს ნალექიან ამინდებს პროგნოზირებენ, 15 თებერვალს გამოიდარებს, 16 თებერვალს თოვლს ელოდებიან, ხოლო 17 თებერვალს ისევ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით დაბალი ტემპერატურაა ნავარაუდევი.

დღეს დედაქალაქ თბილისში -2 გრადუსი  და თოვლჭყაპი იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics