2017-02-14 11:07:17, 2526 ნახვა
სამართალი
შსს: გვარამია-ახვლედიანის ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა - გვარამია გამოკითხვაზეა დაბარებული
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ საუბარი დამონტაჟებული არ არის და ხმები ნამდვილად ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს ეკუთვნით.
ნიკა გვარამია დღეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაშია მოწმის სტატუსით გამოიკითხება. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი საგამოძიებო ორგანოში საღამოს 6 საათზეა დაბარებული.
აღნიშნული აუდიო ჩანაწერი, სადაც ნიკა გვარამია მოსამართლეს 6 მილიონიდან წილს პირდება, 3 ოქტომბერს გავრცელდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან