|
2017-02-13 09:40:07, 2542 ნახვა
სამართალი
მამა გიორგი მამალაძე დააკავეს, პატრიარქის დაცვის უფროსი კი დაკითხვაზეა დაბარებული
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამა გიორგი მამალაძე დააკავეს. ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გიორგი მამალაძე პარასკევს გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც მან საზღვარი გადაკვეთა და თვითმფრინავში ჩასაჯდომად ემზადებოდა. ამ დრომდე უცნობია რომელმა უწყებამ, ჩაატარა დაკავების ოპერაცია. რუსთავი 2-ის წყაროს ცნობით, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, მამალაძის დაკავებიდან რამდენიმე საათში ქალაქ ბერლინში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ჩავიდა, რომელმაც საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, იოსებ ოხანაშვილს საქართველოში დაბრუნება მოსთხოვა, რადგან მთავარ პროკურატურას ოხანაშვილთან კითხვები ჰქონდა. წყაროს ცნობით სოსო ოხანაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჩვენების მისაცემად შაბათს გამოცხადდა და მისი 4 საათიანი დაკითხვა გრიფით საიდუმლო საქმეზე მიმდინარეობდა, ხოლო კითხვები პატრიარქის უსაფრთხოების დაცვას ეხებოდა. ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ ოხანაშვილმა დღეს გამთენიისას საქართველო დატოვა და ისევ გერმანიაში გაემგზავრა. სოსო ოხანაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის სიძეა. მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი ასევე გერმანიაში იმყოფება პატრიარქთან ერთად, თუმცა ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არც ის პასუხობს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი რუსთავი 2-ის შეკითხვას, თუ "ვინ იცავს ახლა პატრიარქს და ადასტურებს თუ არა ის უწმინდესის შესაძლო მოწამვლის მცდელობის ფაქტს," პასუხობს, რომ ახლა „ჭორაობა“ არ სურს და ამ თემაზე თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ილაპარაკებს. „თბილისში რომ დავბრუნდები, ყველაფერი გამოჩნდება რა, მერე შეგიძლიათ დამირეკოთ, ნომერი დავიმახსოვრე თქვენი და პირდაპირ გეტყვით. ახლა აქედან არ მინდა ჭორაობასავით გამომივიდეს. თბილისში რომ ჩამოვალ, აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ნათელი. მადლობა ღმერთს, რომ კარგად იმყოფება,“ - აცხადებს მეუფე იაკობი. რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაცვას, ამ თემაზე მეუფე იაკობი ამბობს, რომ არ იცის ვინ იცავს ახლა პატრიარქს, ხოლო თავად ტყუილის თქმა არ სურს. „ახლა იქ იმდენი ეპისკოპოსია, რაში სჭირდება ან ოხანაშვილი და ოხანაშვილის დაცვის ბიჭები. ბევრი ეპისკოპოსია, ისინი ახლობლები არიან. იმათ თვითონ აქვთ თავი დასაცავი, ვინ უნდა დაიცვან,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)