|
2017-02-11 21:44:49, 1956 ნახვა
პოლიტიკა
რა ინფორმაცია გაუმხილა ირაკლი მეძმარიაშვილმა ჟურნალისტებს? - დახურული შეხვედრის დეტალები
„საინფორმაციო შინაარსის შეხვედრა“ - ასე შეაფასა ტელეკომპანია „მაესტროს“ კორესპონდენტმა ვახო გაფრინდაშვილმა საქარეთველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილისა და ჟურნალისტების დახურული შეხვედრა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვახო გაფრინდაშვილმა აღნიშნა, ირაკლი მეძმარიაშვილმა ჟურნალისტებს ყველა ის დეტალი გაუმხილა, რაც ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებს წინ უძღვოდა. „დღეს იყო საინფორმაციო შინაარსის შეხვედრა. პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გაგვიმხილა ყველა ის პერიპეტია, რომელიც ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებს წინ უძღვოდა. ასევე, დაინტერესდა სუბიექტური თვალსაზრისით პროცესების შეფასებით. ჟურნალისტთა ნაწილმა პროცესები შეაფასა, ნაწილმა თავი შეიკავა, თუმცა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა შეაფასა. კანდიდატი შეეცადა ჟურნალისტები არსებულ სიტუაციაში გაერკვია. ეს ფორმატი კარგია იმ მხრივ, რომ ჟურნალისტს დეტალური ინფორმაცია ჰქონდეს, რის შესაძლებლობასაც პრესკონფერენციის ფორმატი არ იძლევა. მეორე მხარე ამ შეხვედრას როგორ ჩათვლის არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა მსგავსი ფორმატის გამოყენება მათაც შეუძლიათ და თუ ასეთი შეხვედრა გაიმართება, ჟურნალისტები იქაც მივლენ. ჩემთვის მიმდინარე პროცესები ცნობილი იყო, თუმცა ალბათ, შეხვედრაზე იყვნენ ისეთი ჟურნალისტებიც, რომლებსაც ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ“,- აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ვახო გაფრინდაშვილმა. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა სპორტული მედიის 20-მდე წარმომადგენელთან დახურული ფორმატის შეხვედრა გამართა. საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოში არსებული დავა და პრეზიდენტობის კანდიდატის სამომავლო გეგმები იყო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მეძმარიაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ფორმატი საშუალებას იძლევა ნებისნიერ საკითხთან დაკავშირებით დეტალური განხილვა მოხდეს. „აღნიშნულ ფორმატში მედიის წარმოამდგენლებთან გულახდილი საუბარი შედგა. ის, რისი თქმაც ტელეეთერებთან არ შეიძლება ან საჭირო არ არის, დღეს გაჟღერდა. ვთვლი, რომ ეს პირველ რიგში ჩემთვის იყო საინტერესო და სასარგებლო. სასამართლო დავა გრძელდება და ამ გადაწყვეტილების სისწორეში დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა. დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი მწვავე საკითხი განვიხილეთ. მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ვიყო ისეთი ლმობიერი, როგორიც აქამდე ვიყავი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი მეძმარიაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ მომდევნო კვირაში ის ოლიპიელებს, სპორტსმენებსა და დელეგატებს ასეთივე ფორმატში შეხვდება. მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ზაზა ხეჩუაშვილი და გენერალური მდივნობის კანდიდატი მაია აზარაშვილი. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)