18:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 14:48:29, 1562 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

მანანა კობახიძეს, რომელიც პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩია, პარლამენტში ანრი ოხანაშვილი შეცვლის.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის თანახმად, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი 101 დეპუტატმა დაუჭირა, 1 წინააღმდეგი იყო. 

აღსანიშნავია, რომ ანრი ოხანაშვილს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობის დატოვება მოუწევს.

ოხანაშვილმა პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობა დაახლოებით ორი თვის წინ დაიკავა.

ცნობისთვის, მანანა კობახიძის კანდიდატურას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 კი, წინააღმდეგი იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics